გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები
გამოიწერეთ:
G&T-ის გუნდი

რისკების შესახებ გაფრთხილება

„გალტ ენდ თაგარტ ტრეიდერის“ პროდუქტებით და სერვისებით ვაჭრობის შედეგი, მაშინაც კი, როდესაც ის რეკომენდაციების შესაბამისად სრულდება, შეიძლება წამგებიანიც იყოს და მომგებიანიც.

სავაჭრო რისკები იზრდება მოზიდული სახსრებით სარგებლობისას - დანაკარგი შეიძლება თქვენს შენატანებს აღემატებოდეს. მარჟის მოთხოვნები შეიძლება სწრაფად ან ხშირად იცვლებოდეს, განსაკუთრებით მაღალი მერყეობის დროს, და თუ თქვენ ვერ დააკმაყოფილებთ მათ, თქვენი პოზიციები შეიძლება დაიხუროს და ნებისმიერი დანაკლისი თქვენი დასაფარი იქნება. ღირებულებები შეიძლება მნიშვნელოვნად იცვლებოდეს მაღალი მერყეობის ანდა ბაზრის/ეკონომიკის გაურკვევლობის დროს; ასეთი რყევები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, თუ თქვენი პოზიციები მოზიდული სახსრებით არის შექმნილი და ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს პოზიციაზე. ივაჭრეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაიაზრებთ და აღიარებთ რისკებს. თქვენ, თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე დაყრდნობით, ფრთხილად უნდა განსაზღვროთ, შესაფერისია თუ არა თქვენთვის პროდუქტებით ვაჭრობა მოზიდული სახსრებით და გაიაროთ დამოუკიდებელი ფინანსური კონსულტაცია.

სპეკულაციური ვაჭრობა არ არის შესაფერისი ყველა ინვესტორისთვის
კონკრეტულ პროდუქტსა თუ სერვისთან დაკავშირებით პუბლიკაციაში ნახსენები რისკები, ასეთის შემთხვევაში, არ შეიძლება და არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც ამგვარ პროდუქტსა თუ სერვისთან დაკავშირებული ყველა რისკის სრული გამჟღავნება ან სრული აღწერა და „გალტ ენდ თაგარტი“ დაჟინებით ურჩევს ნებისმიერ მიმღებს, რომელიც აპირებს მისი პროდუქტებით და სერვისებით ვაჭრობას, დაიქირავოს შესაფერისი ფინანსური მრჩევლები და ყოველთვის ჰკითხოს მათ რჩევა ნებისმიერი ინვესტიციის ან ტრანზაქციის განხორციელებამდე.

რეკომენდაციების უარყოფა
„გალტ ენდ თაგარტი“ არც ერთ თავის პუბლიკაციაში არ ითვალისწინებს რომელიმე კონკრეტული მიმღების საინვესტიციო ამოცანებს, სპეციალურ საინვესტიციო მიზნებს, ფინანსურ მდგომარეობას და კონკრეტულ საჭიროებებსა და მოთხოვნებს. ამიტომ „გალტ ენდ თაგარტის“ ყველა პუბლიკაცია გამიზნულია, თუ საგანგებოდ სხვა რამ არ იქნა განცხადებული, მხოლოდ საინფორმაციო და მარკეტინგის მიზნებისათვის და არ უნდა იქნეს გაგებული როგორც:

  • რჩევა ბიზნესის, ფინანსურ, ინვესტიციების, ჰეჯირების, იურიდიულ, საგადასახადო ან საბუღალტრო აღრიცხვის სფეროებში,
  • რეკომენდაცია ან კომერციულ ოპერაციასთან დაკავშირებული იდეა, ან
  • კონკრეტული სახით მოქმედებისკენ, ინვესტირებისკენ თუ საინვესტიციო კაპიტალის გამოთხოვისკენ ნებისმიერი სხვა სახის წაქეზება
  • (ერთობლივად „რეკომენდაციები“).

„გალტ ენდ თაგარტი“ არ იქნება პასუხისმგებელი აღქმული რეკომენდაციის საფუძველზე განხორციელებული ინვესტიციის შედეგად დამდგარ ზარალზე.

განცხადებებისა და გარანტიების უარყოფა 

„გალტ ენდ თაგარტი“ იღებს სათანადო ზომებს, რათა ინფორმაცია სანდო წყაროებიდან მოიპოვოს, მაგრამ ყველა პუბლიკაცია მოცემულია „არსებული სახით“, ყოველგვარი (გამოხატული და ნაგულისხმევი) განცხადების ან გარანტიის გარეშე და „გალტ ენდ თაგარტი“ იხსნის პასუხისმგებლობას ნებისმიერ პუბლიკაციაზე, რომელიც არ არის სრული, ზუსტი, სასარგებლო ან რელევანტური მიმღებისთვის. კერძოდ, „გალტ ენდ თაგარტი“ იხსნის პასუხისმგებლობას ნებისმიერი გამომწერის, კლიენტის, პარტნიორის, მომწოდებლის, კონტრაჰენტის ან სხვა მიმღებების წინაშე:

  • ბაზრის კოტირების სიზუსტეზე,
  • ბაზრის კოტირების დაგვიანებაზე, უზუსტობაზე, შეცდომაზე, შეფერხებაზე ან გამოტოვებაზე,
  • ბაზრის კოტირების შეწყვეტაზე.

„გალტ ენდ თაგარტის“ პუბლიკაციების განახლება მათი გამოქვეყნების შემდეგ არ ხდება და ისინი, ცვალებადი გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლოა არაზუსტი და, სავარაუდოდ, შეცდომაში შემყვანი გახდეს დროის რაღაც პერიოდის შემდეგ, რაც, ინფორმაციის ხასიათიდან გამომდინარე, შეიძლება მერყეობდეს წამებიდან და წუთებიდან დღეებამდე, კვირებამდე და თვეებამდე. „გალტ ენდ თაგარტი“ არ იძლევა გარანტიას, რომ პუბლიკაცია არ მოძველდება და არ იღებს პასუხისმგებლობას მიმღების წინაშე მოძველებულ ინფორმაციაზე.


თუ პუბლიკაცია მოძველდა, „გალტ ენდ თაგარტი“ არ არის ვალდებული:

  • განაახლოს პუბლიკაცია,
  • აცნობოს პუბლიკაციის მიმღებებს ამის შესახებ, ან
  • გადადგას რაიმე სხვა ნაბიჯი.

ნებისმიერი პუბლიკაცია შეიძლება გამოხატავდეს ავტორის პირად შეხედულებას და არ ასახავდეს „გალტ ენდ თაგარტის“ მოსაზრებას. „გალტ ენდ თაგარტი“ იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, არ გამოაქვეყნოს ანდა შეასწოროს მოწოდებული პუბლიკაცია ან ინფორმაცია (წინასწარი ან შემდგომი) შეტყობინების გარეშე.


ინტერნეტით ვაჭრობის რისკები

გარიგებების განხორციელების ინტერნეტზე დამყარებული სავაჭრო სისტემის გამოყენება რისკებთან არის დაკავშირებული, მათ შორის, და არა მარტო, მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის, კომპიუტერული პროგრამის გაუმართაობის და ინტერნეტ-კავშირის შეწყვეტის რისკებთან. ვინაიდან „გალტ ენდ თაგარტი“ არ აკონტროლებს სიგნალის სიმძლავრეს, სიგნალის მიღებას და მარშრუტიზაციას ინტერნეტით, თქვენი მოწყობილობის კონფიგურაციას თუ კავშირის საიმედოობას, ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი ინტერნეტით ვაჭრობის დროს კავშირის შეწყვეტაზე, გაუმართაობასა თუ დაგვიანებაზე. „გალტ ენდ თაგარტი“ იყენებს რეზერვირების სისტემებს და სათადარიგო გეგმებს სისტემის გაჩერების შესაძლებლობის მინიმუმამდე შესამცირებლად; ხელმისაწვდომია ვაჭრობა ტელეფონით.

ვებ-გვერდის გამოყენება

„გალტ ენდ თაგარტის“ ვებ-გვერდების ნებისმიერ გამოყენებაზე ვრცელდება „გალტ ენდ თაგარტის“ „გამოყენების პირობები“, მათში დროდადრო შეტანილი შესწორებების ჩათვლით, რომლებიც განხილული უნდა იქნეს პასუხისმგებლობაზე უარის თქმის წინამდებარე დოკუმენტის განუყოფელ ნაწილად.

„გალტ ენდ თაგარტი“ არ არის პასუხისმგებელი რაიმე ზარალსა თუ დაზიანებაზე, რომელიც გამოწვეულია ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ „გალტ ენდ თაგარტის“ რომელიმე ვებ-გვერდზე წვდომის ან მიუწვდომლობის შედეგად. ეს შეზღუდვა მოიცავს, მაგრამ არა მხოლოდ, კომპიუტერული აღჭურვილობის ან კომპიუტერული სისტემების ნებისმიერ ზიანს, რომელიც გამოწვეულია ვირუსით, მავნე პროგრამით და რაიმე სხვა საზიანო კომპიუტერული პროგრამის კოდირებით.

„გალტ ენდ თაგარტის“ ვებ-გვერდიდან ინფორმაციის მიღება არ წარმოადგენს მომხმარებელთან ურთიერთობას და „გალტ ენდ თაგარტს“ არა აქვს რაიმე მოვალეობა და არ ეკისრება რაიმე ვალდებულება ან პასუხისმგებლობა რომელიმე ფიზიკური ან იურიდიული პირის მიმართ იმის გამო, რომ ასეთმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა ინფორმაცია მიიღო „გალტ ენდ თაგარტის“ ვებ-გვერდიდან.