გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები
გამოიწერეთ:
G&T-ის გუნდი

კვლევების შესახებ

გალტ & თაგარტი მოწინავეა საქართველოში მაკროეკონომიკური და სექტორული საინვესტიციო კვლევების მიმართულებით. ჩვენი კვლევები ხელმისაწვდომია წამყვან საერთაშორისო პლატფორმებზე, როგორებიცაა Bloomberg, S&P Capital IQ, Thompson Reuters, Factset, Tellimer, Cbonds, რაც ჩვენი საქმიანობის სანდოობას ადასტურებს. ჩვენ საქართველოს ეკონომიკის ყველა სექტორის სიღრმისეული ცოდნა გვაქვს და მუდმივ რეჟიმში ვადევნებთ თვალყურს მსოფლიოში და რეგიონის ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკურ ტენდენციებს. ჩვენი კვლევები საჯაროდ ხელმისაწვდომია და ყველა დაინტერესებული მხარე მუდმივად იღებს ინფორმაციას საქართველოში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებზე, მსოფლიოსა და რეგიონის ეკონომიკებში მიმდინარე ტენდენციებზე. ამასთან, ჩვენ ასევე ვთავაზობთ კლინეტებს მათ საჭიროებებზე მორგებულ ფასიან კვლევებს.

 

ჩვენ გთავაზობთ:

მაკროეკონომიკური კვლევები - გთავაზობთ ძირითად ეკონომიკური ტენდენციების ანალიზს და პროგნოზებს, როგორც საქართველოზე, ისე რეგიონის ქვეყნებზე. ჩვენ ვაკეთებთ მაკროეკონომიკურ პროგნოზებს, გაცვლითი კურსის და საპროცენტო განაკვეთების პროგნოზებს, ბაზრის მიმოხილვებს და რეკომენდაციებს.

სექტორული კვლევები - გთავაზობთ საქართველოს ეკონომიკის ყველა სექტორის სიღრმისეულ ანალიზს, საინვესტიციო შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, მომგებიანობის ანალიზს, ზრდის პერსპექტივებსა და პროგნოზებს.

ობლიგაციების მიმოხილვა - გთავაზობთ საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების ობლიგაციების მიმოხილვას და ამ ქვეყნებში მიმდინარე ძირითადი ეკონომიკური მოვლენების ანალიზს. 

ფასიანი კვლევები - გთავაზობთ თქვენს საჭიროებებზე მორგებეულ კვლევებს, სადაც გავაანალიზებთ საინვესტიციო შესაძლებლობებს და ტენდენციებს, რაც გავლენას ახდენს თქვენს ბიზნესზე.  ამ მიმართულებით ჩვენ ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს ვთავაზობთ სექტორის კვლევას, ბიზნეს გეგმის შედგენას, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებას და ფინანსურ მოდელირებას. 
 

რეპორტები

ყველას ნახვა
ბაზრის მიმოხილვა ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა იანვარი 13, 2025
მეტი
კვლევითი ანგარიში Monthly Economic Review - December 2024 დეკემბერი 31, 2024
ანგარიშის გადმოწერა:
მეტი
კვლევითი ანგარიში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება - ნოემბერი 2024 დეკემბერი 30, 2024
ანგარიშის გადმოწერა:
მეტი
კვლევითი ანგარიში FMCG სექტორი საქართველოში დეკემბერი 11, 2024
ანგარიშის გადმოწერა:
მეტი