გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები
გამოიწერეთ:
G&T-ის გუნდი
კვლევებიკვლევითი ანგარიშები თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება - აპრილი 2024

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება - აპრილი 2024

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება - აპრილი 2024

გაყიდული ბინების რაოდენობა 

2024 წლის აპრილში თბილისში 3,220 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 24.7%-იანი და თვიურად 7.7%-იანი ზრდაა. მკვეთრი წლიური ზრდა წინა წლის დაბალი ბაზითაა გამოწვეული. 

ფასები

2024 წლის აპრილში ფასები თვიურად გაიზარდა ახალ პროექტებზე (როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე). 

ბაზრის ზომა

2024 წლის აპრილში თბილისში 247.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 33.2%-იანი ზრდაა და ეს მკვეთრი ზრდა წინა წლის დაბალი ბაზით აიხსნება. 

ქირა

2024 წლის აპრილში თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირა წინა თვის დონეზე დარჩა (კვადრატულზე 9.9 აშშ დოლარი). 

სამშენებლო ნებართვები

2024 წლის პირველ 4 თვეში 75 ახალი ნებართვა გაიცა საცხოვრებელი პროექტების მშენებლობისთვის. ამ ნებართვების ჯამური საცხოვრებელი ფართობი 560,645 მ2-ს შეადგენს (-8.1% წ/წ).