გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები
გამოიწერეთ:
G&T-ის გუნდი
კვლევებიკვლევითი ანგარიშები ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა - 1კვ24

ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა - 1კვ24

2024 წლის პირველ კვარტალში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 2.2%-ით გაიზარდა. ზრდა ძირითადად საცალო მომხმარებლებმა განაპირობა, რომელთა მოთხოვნაც წლიურად 4.7%-ით გაიზარდა და ჯამური მოხმარების 57.3% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად, წლიურად 10.0%-ით გაიაზრდა თელმიკოს მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა, ხოლო ეპ ჯორჯიას მიწოდება მცირედით წლიურად 1.0%-ით გაიზარდა. ამასთან, პირდაპირი მომხმარებლების მოხმარების კლების ტენდენცია ნარჩუნდება და 2024 წლის პირველ კვარტალში წლიურად 3.3%-ით შემცირდა.

ადგილობრივი გენერაცია წლიურად 6.7%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტის მოცულობა 27.0%-ით შემცირდა. ეს დინამიკა ჰიდროსადგურების  მზარდი გენერაციის შედეგია (+41.2% წლიურად), რაც, თავის მხრივ, უხვი ნალექის დამსახურებაა. ვინაიდან მზარდი იყო ჰიდროგენერაცია, დაიკლო თბოსადგურების საჭიროებამ. შედეგად, თბოგენერაცია 2024 წლის პირველ კვარტალში წლიურად 26.2%-ით შემცირდა და ჯამური გენერაციის 30.9% შეადგინა.