გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები
გამოიწერეთ:
G&T-ის გუნდი
კვლევებიკვლევითი ანგარიშები ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა

ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა

ანგარიშის გადმოწერა (ინგ)

ანგარიშის გადმოწერა (ქარ)

ტურიზმის შემოსავლები: ჩვენი შეფასებით, 2024 წლის დეკემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 10.1%-ით შემცირდა და 220 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, 2024 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 5.5%-ით გაიზარდა და 4.4 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა, ჩვენი შეფასებით.

საერთაშორისო რეზერვები: საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2024 წლის დეკემბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 11.2%-ით შემცირდა და 4.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, დეკემბერში წინა თვესთან შედარებით რეზერვები 7.8%-ით გაიზარდა (+323.7 მლნ აშშ დოლარი), რაც ძირითადად ასახავს ბანკებისთვის სავალუტო მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ზედა ზღვრის ზრდას 5 პროცენტული პუნქტით 25%-მდე. რეზერვების სხვა ცვლილება უკავშირდება მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 27 იანვარს). აღსანიშნავია, რომ 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 13.5%-ს შეადგენს.