გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები
გამოიწერეთ:
G&T-ის გუნდი

ვებინარის შესახებ

25 აპრილს, 19:00 საათზე გალტ & თაგარტი გამართავს ვებინარს − საფონდო ბირჟების პირველი კვარტლის შეჯამება და ფასიანი ქაღალდების ანალიზი.

ვებინარის პირველი ნაწილი დაეთმობა საფონდო ბირჟებზე მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მომხდარ მოვლენებს. სპიკერები მიმოიხილავენ მთავარ მაკროეკონომიკურ ფაქტორებს და მათ გავლენას სექტორებსა და კომპანიებზე. ასევე, ისაუბრებენ თუ რა მოლოდინებია დარჩენილი 3 კვარტლის მიმართ.

ვებინარის მეორე ნაწილში კი სპიკერები განიხილავენ, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ აქციები ან ფონდები და ისაუბრებენ იმაზე, თუ რომელ ფინანსურ მაჩვენებლებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება ინვესტირებისას.

ვებინარზე დასასწრებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა

 რეგისტრაციის შემდეგ ვებინარის ბმულს ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ