მეზანინ დაფინანსება
მეზანინ დაფინანსება შუალედური პროდუქტი სესხსა და საკუთარ კაპიტალს შორის და ინვესტირება შესაძლოა განხორციელდეს როგორც სესხის, ასევე პრივილეგირებული აქციის ფორმით. მეზანინ დაფინანსების მთავარი უპირატესობა ხანგრძლივი საშეღავათო პერიოდია, როცა კომპანია არ იხდის სესხის არც ძირს და არც პროცენტს. სესხის პროცენტის კაპიტალიზაცია ხდება, რომლის გადახდაც პერიოდის ბოლოს ხდება. ეს საშუალებას აძლევს კომპანიას მთლიანად გამოიყენოს ფულადი სახსრები კომპანიის გასაზრდელად. მეზანინინის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ ის კაპიტალთან შედარებით იაფია, ხოლო სხვა ვალდებულებებთან შედარებით მოთხოვნები ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ მეზანინს დაფინანსება გათვლილია მზარდ კოპმპანიებზე, რომლებსაც უკვე ათვისებული აქვთ საბანკო ლიმიტები და ზრდისთვის კაპიტალს საჭიროებენ.
გალტ & თაგარტი დაინტერესებულ კომპანიებს სთავაზობს მეზანინის დაფინანსების მოძიებაში დახმარებას. ამასთან კომპანიები ისარგებლებენ გალტ & თაგარტის გამოცდილი გუნდის საკონსულტაციო მომსახურებითაც.