გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები
გამოიწერეთ:
G&T-ის გუნდი

Corporate Advisory

გალტ & თაგარტი ფინანსურ საკონსულტაციო მომსახურებას უწევს კერძო და საჯარო კომპანიებს, კერძო საინვესტიციო ფონდებს და მაღალი შემოსავლის მქონე ფიზიკურ პირებს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ტრანზაქციებში. გალტ & თაგარტი არის დამოუკიდებელი საკონსულტაციო კომპანია, რომელსაც აქვს ძლიერი ტექნიკური ცოდნა და 15-ზე მეტი წარმატებით განხორციელებული მსხვილი ტრანზაქციის გამოცდილება.

შესყიდვისა და შერწყმის (M&A) გადაწყვეტილებები
შესყიდვისა და შერწყმის (M&A) გადაწყვეტილებები

გალტ& თაგარტი გთავაზობთ კონსულტაციას როგორც მყიდველისთვის ისე გამყიდველისთვის, კომპლექსური ყიდვა/გაყიდვის ტრანზაქციების დროს. ჩვენი ბანკირები მუშაობენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით რათა გააღრმავონ კავშირები მსოფლიოში სტრატეგიულ ინვესტორებთან, რაც გვეხმარება ჩვენი კლიენტების სტრატეგიული მოთხოვნების დაკმაყოფილებაში. ადგილობრივი ბაზრის სიღრმისეული ცოდნა, საერთაშორისო ინვესტორების ფართო ქსელი და მრავალწლიანი გამოცდილება, საშუალებას გვაძლევს დავეხმაროთ ჩვენს კლიენტებს სტრატეგიული გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში. 

კომპანიის/პროექტის ღირებულების დადგენა
კომპანიის/პროექტის ღირებულების დადგენა

ვინაიდან კომპანიის ღირებულების დათვლისას მნიშვნელოვანია მატერიალური და არამატერიალური ფინანსური აქტივების სწორი შეფასება, გალტ & თაგარტის გუნდის წევრები გთავაზობენ კომპანიის/პროექტის შეფასების საიმედო მომსახურებას. ჩვენი გუნდის წევრებს აქვთ პრაქტიკული გამოცდილება და თეორიული ცოდნა რათა მოახდინონ თქვენი ბინზნესისა თუ პროექტის ზუსტი და სანდო ღირებულების გაანგარიშება, რომელიც თანხვედრაშია მსოფლიოში გავრცელებულ საუკეთესო პრაქტიკებთან. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს თქვენი კომპანიის სტრატეგიული, საოპერაციო თუ ფინანსური მიზნების ხელშეწყობას.

სტრატეგიული საკონსულტაციო მომსახურება.
სტრატეგიული საკონსულტაციო მომსახურება.

გალტ & თაგარტის საკონსულტაციო გუნდი დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესისათვის საჭირო სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში, რასაც გუნდის მრავაწლიანი გამოცდილება და პროფესიონალიზმი უზრუნველყოფს. ჩვენ შემოგთავაზებთ თქვენს ბიზნესზეს მორგებულ რჩევებს: გაფართოვდეთ თუ არა, შეამციროთ თუ არა საოპერაციო ხარჯები, გაყიდოთ თუ არა სხვადასხვა მიმართულება და სხვა. ამასთან, ჩვენ დაგაკავშირებით სხვადასხვა პარტნიორებთან და ინვესტორებთან თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე.

საკრედიტო რეიტინგის აღება
საკრედიტო რეიტინგის აღება

გალტ & თაგარტის გუნდს მსოფლიოში წამყვან საკრედიტო სააგენტოებთან მუშაობისმრავალწლიანი გამოცდილება აქვს . ჩვენ მოვამზადებთ საკრედიტო მოდელებს, სადაც თქვენი კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები ყველაზე ეფექტურად იქნება წარმოჩენილი. ჩვენ დაგეხმარებით რეიტინგის აღების ყველა პროცესში, მათ შორის სარეიტინგო სააგენტოსთან თავდაპირველ კომუნიკაციაში, რეიტინგის პრეზენტაციის მომზადებასა და გაგიწევთ მხარდაჭერა მენეჯმენტის სარეიტინგო კომპანიასთან შეხვედრის დროს.

ვალდებულებებით კომპანიის გამოსყიდვა (LBO)
ვალდებულებებით კომპანიის გამოსყიდვა (LBO)

ჩვენ გვაქვს მუშაობის გამოცდილება კომპანიის მენეჯმენტთან, ფინანსურ დირექტორებთან და კომპანიის მფლობელებთან და ხშირად ვეხმარებთ კლიენტებს ფინანსურ დაგეგმარებასა და ვალდებულებებით კომპანიის გამოსყიდვაში. გალტ & თაგარტის დახმარებით თქვენ შეძლებს მოიძიოთ საჭირო სახსრები კომპანიაზე კონტროლის შესანარჩუნებლად კაპიტალის გამოსყიდვის გზით.

ფინანსური რესტრუქტურიზაცია
ფინანსური რესტრუქტურიზაცია

კომპანიები, რომლებიც რთულ ფინანსურ მდგომარეობაში არიან და ვერ ახერხებენ ფინანსური ვალდებულებების დაფარვას, ხშირად მოგვმართავენ ჩვენ დახმარებისთვის. ჩვენი გუნდი ეხმარება კომპანიებს სწორად დაგეგმონ ფინანსური ნაბიჯები, რაც ჩვენს გამოცდილებასა და სექტორის ცოდნას ეფუძნება. ამ პროცესში ჩვენ დეტალურად შევისწავლით კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას, საჭიროებებს და ვაკეთებთ ფულადი ნაკადების პროგნოზირებას.