გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები
გამოიწერეთ:
G&T-ის გუნდი

კაპიტალის ბაზრები

გალტ & თაგარტს აქვს როგორც პირველადი, ისე მეორადი სესხისა და  კაპიტალის ბაზრებზე მუშაობის ფართო გამოცდილება. ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს კაპიტალის მოზიდვაში როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე და ვაძლევთ მათ მიმდინარე ოპერაციების, სტრატეგიული შესყიდვის, გაფართოებისა და სხვა პროექტების დაფინანსების შესაძლებლობას.

როგორც საქართველოს ბანკის ჯგუფის წევრი კომპანია, ფასიანი ქაღალდების ეფექტური დისტრიბუციისთვის ჩვენ ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის და SOLO CLUB-ის შესაძლებლობები.

სასესხო კაპიტალის ბაზრები
სასესხო კაპიტალის ბაზრები

გალტ & თაგარტი რეგიონულ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს მოიზიდონ თანხები ადგილობრივ და საერთაშორისო სასესხო კაპიტალის ბაზრებზე. ჩვენ უზრუნველვყოფთ სესხის დაფინანსების მომსახურებებს შემდეგი მიმართულებებით: პროექტის დაფინანსება, კორპორაციული ობლიგაციები და ევროობლიგაციები, სინდიკატური სესხებისესხები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან.

ჩვენ ვსწავლობთ ჩვენი კლიენტების მოთხოვნილებებს და ვთავაზობმათზე მორგებულ გადაწყვეტილებებს, განხორციელებაშიც ხელს გვიწყობს საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვისა და სოლო კლუბის მიმართულებები, რომელიც უნიკალურ სადისტრიბუციო არსებს წამოადგენენ.

 

სააქციო კაპიტალის ბაზრები
სააქციო კაპიტალის ბაზრები

გარდა სასესხო ინსტრუმენტების მოზიდვისა, ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს კაპიტალის მოზიდვაში. ჩვენი მომსახურებები მოიცავს: პირველად საჯარო შეთავაზებებს, მეორად საჯარო შეთავაზებებს, კერძო განთავსებებს

ჩვენი ამოცანაა მივცეთ რჩევები ჩვენს კლიენტებს კაპიტალის მოზიდვის სტრატეგიების, ასევე M&A დინამიკის შესახებ. საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის ბიზნესთან თანამშრომლობით, ჩვენს კლიენტებს ვაკავშირებთ მაღალი კლასის ინვესტორებთან და უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენმა კლიენტებმა თავიანთი ბიზნესის ღირებულების  გონივრული შეფასებები გააკეთონ.

20-ზე მეტი წარმატებული კაპიტალის გარიგების ტრანზაქციის გამოცდილებით, გალტ & თაგარტი საუკეთესო საკონსულტაციო კომპანიაა საქართველოში.