გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები
გამოიწერეთ:
G&T-ის გუნდი
საბროკერო მომსახურება ხშირად დასმული კითხვები
ხშირად დასმული კითხვები

2022 წლის 30 ნოემბერს საქართველოს საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილება და დაემატა 702 მუხლი, რის მიხედვითაც  ფინანსურ ინსტიტუტს ეკისრება ვალდებულება, რომ მოითხოვოს საკუთარი მომხმარებლების საგადასახადო რეზიდენტობის მონაცემები, ანუ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყნის საგადასახადო რეზიდენტის სტატუსი აქვთ მათ.

კანონი სრულად იხილეთ ბმულზე  

გალტ ენდ თაგარტი, როგორც ფინანსური ინსტიტუტი, ვალდებულია შეაგროვოს ინფორმაცია საკუთარი მომხმარებლების საგადასახადო რეზიდენტობის შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ მომხმარებელი არის ერთადერთი სუბიექტი, რომელსაც სრული ინფორმაცია აქვს საკუთარი საგადასახადო რეზიდენტობის სტატუსზე, ეკისრება ვალდებულება, მიაწოდოს გალტ ენდ თაგარტს სრული, ახალი და ზუსტი ინფორმაცია.

საგადასახადო რეზიდენტობის განმარტება განსხვავებულია იურისდიქციების მიხედვით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამის ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ვებგვერდზე.

ანგარიშების საერთო სტანდარტი გულისხმობს − CRS სისტემაში მონაწილე ქვეყნების საგადასახადო რეზიდენტების მიერ გადასახადებისგან თავის არიდების პრევენციას და მონაწილე ქვეყნებს შორის მათი საგადასახადო რეზიდენტების შესახებ ინფორმაციის მიმოცვლას.

ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია CRS-ის (ანგარიშგების საერთო სტანდარტის) მიხედვით შეაგროვოს და მიაწოდოს ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს მომხმარებლების საგადასახადო რეზიდენტობის შესახებ.

სწორედ ამიტომ გალტ ენდ თაგარტში აუცილებელია თვითდეკლარირების პროცესის წარმოება, რაც გულისხმობს, რომ ახალი ანგარიშის გახსნის, ახალ ფინანსურ პროდუქტებში ინვესტირების განახორციელების ან რაიმე გზით პირობების შეცვლისას გალტ ენდ თაგარტი მომხმარებლისგან ითხოვს შესაბამისი დეტალების დადასტურებას

CRS-ის მიხედვით გალტ ენდ თაგარტი მომხმარებლისგან ითხოვს შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას

  • სახელი, გვარი
  • მისამართი
  • დაბადების ადგილი 
  • დაბადების თარიღი 
  • საგადასახადო რეზიდენტობის ქვეყანა (რომელი ქვეყნის გადასახადის გადამხდელის სტატუსი აქვს მომხმარებელს)
  • გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (TIN)

გალტ ენდ თაგარტში საგადასახადო ინფორმაციის მისაწოდებლად სულ 2 მონაცემი დაგჭირდებათ. გთხოვთ, ელ-ფოსტაზე მოგვწეროთ ქვეყანა სადაც გაქვთ საგადასახადო რეზიდენტობის სტატუსი და გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი, რომელიც ამ ქვეყანაში გაქვთ მონიჭებული. ამასთან, თუ ქვეყანა კოდს არ გასცემს, ამის მითითებაც  იქნება საჭირო.

მონაცემების შეუვსებლობის შემთხვევაში გალტ ენდ თაგარტი უფლებამოსილია, მომხმარებელს ანგარიშის გახსნაზე უთხრას უარი ან დაუხუროს არსებული ანგარიში.

ამასთან, გალტ ენდ თაგარტი ვალდებულია, უცხო ქვეყნის საგადასახადო რეზიდენტობის აღმოჩენის შემთხვევაში აღნიშნული მიაწოდოს შემოსავლების სამსახურს.

თუ გაქვთ არადეკლარირებული შემოსავალი და, ამასთან, ხართ უცხო ქვეყნის საგადადასახადო რეზიდენტი, ამ შემთხვევაში საჭირო იქნება თვითდეკლარაციის შევსება

შემოსავლების სამსახურს გადაეცემა იმ პირთა მონაცემები, ვის მონაცემებშიც ფიქსირდება უცხო ქვეყნის საგადასახადო რეზიდენტობა ან გალტ ენდ თაგარტისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, გალტ ენდ თაგარტი მიიჩნევს უცხო ქვეყნის საგადასახადო რეზიდენტად მის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე.

CRS-ის მიხედვით ფინანსური ორგანიზაციები ვალდებული არიან განსაზღვრონ თითოეული მომხმარებლის საგადასახადო რეზიდენტობის სტატუსი, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა და ადგილმდებარეობისა .

ასევე გაითვალისწინეთ:

თუ მომხმარებელი საქართველოს გარდა სხვა ქვეყნის საგადასახადო რეზიდენტია, მისი ინფორმაცია გაზიარდება შემოსავლების სამსახურთან

თუ მომხმარებელი მხოლოდ საქართველოს საგადასახადო რეზიდენტია, მაშინ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურთან აღარ გაზიარდება

საგადასახადო რეზიდენტობის მონაცემებს მომხმარებელი ავსებს მხოლოდ ერთხელ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იცვლება არსებული მონაცემები ან პირის სტატუსი და აღნიშნული გავლენას ახდენს მისი საგადასახადო რეზიდენტობის ცვლილებაზე.

შემოსავლების სამსახურს გადაეცემა თვითდეკლარირების ფორმის ფარგლებში მიწოდებული ინფორმაცია, ასევე − ინფორმაცია მომხმარებლის გალტ ენდ თაგარტში არსებულ ანგარიშებსა და პროდუქტებზე. 

გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურს შესაძლოა გადაეცეს ის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება მომხმარებლის ბალანსს

CRS-ში მონაწილე ქვეყნების / იურისდიქციების ჩამონათვალი ინფორმაციის გაცვლის თარიღით მოცემულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) CRS-ის პორტალზე

დამატებითი ინფორმაციის მიღება მომხმარებელს შეგიძლიათ ამ ბმულებზე:

https://www.oecd.org/tax/automatic-exchange/crs-implementation-and-assistance/tax-residency/

https://www.oecd.org/tax/automatic-exchange/