საბანკო სექტორი: კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების წლური ზრდა 6.3%-მდე შენელდა 2022 წლის ივლისში (-3.6% თ/თ), წინა თვის 11.3%-იანი ზრდის შემდეგ და საკრედიტო პორტფელმა 42.1 მლრდ ლარი შეადგინა. ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების პორტფელის წლიური ზრდა ივლისში 16.3%-მდე შენელდა (-0.4% თ/თ), ივნისის 18.7%-იანი ზრდის შემდეგ. სესხების შენელების ძირითადი მიზეზი იყო კორპორატიული დაკრედიტების ზრდის შენელება 13.2%-მდე წინა თვის 16.9%-იანი ზრდის შემდეგ. ამასთან, საცალო დაკრედიტება წლიურად 19.2%-ით გაიზარდა, (+20.4% ივნისში), აქედან იპოთეკური სესხების პორტფელის წლიური ზრდა 14.3% იყო (+14.2% ივნისში). 2022 წლის ივლისში სესხების დოლარიზაცია მნიშვნელოვნად შემცირდა და 45.8% შეადგინა (-6.15პპ წ/წ და -2.57პპ თ/თ), ხოლო უმოქმედო სესხები 2.0%-ს გაუტოლდა (-0.30პპ წ/წ და +0.08პპ თ/თ).
სესხებისგან განსხვავებით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების წლიური ზრდა დაჩქარდა და 20.5%-ით გაიზარდა 38.8 მლრდ ლარამდე 2022 წლის ივლისში, წინა თვეში დაფიქსირებული 17.4%-იანი ზრდის შემდეგ (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით). ვალუტების მიხედვით, ივლისში დაჩქარდა როგორც ლარის, ისე უცხოური ვალუტის დეპოზიტების წლიური ზრდა, შესაბამისად შეადგინა 18.9% (+16.6% წინა თვეში) და 21.6% (+17.9% წინა თვეში) გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით. ამასთან, ივლისში დეპოზიტების დოლარიზაცია 56.9%-მდე შემცირდა (-3.10პპ წ/წ და -1.02პპ თ/თ).