ეკონომიკური ზრდა: საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა 9.7%-ით გაიზარდა 2024 წელს, რაც 0.3პპ-ით აღემატება წინა შეფასებას. ასევე, საქსტატმა ზრდის მიმართულებით გადახედა 1Q25 და 2Q25-ის  რეალური მშპ-ის წლიურ ზრდის ტემპებს – ორივე 0.1-0.1პპ-ით არის გაზრდილი და  შესაბამისად, 9.9% და 7.4%-ს შეადგენს. შედეგად, 2025 წლის პირველ ნახევარში რეალური მშპ-ის ზრდის ტემპმა 8.6% შეადგინა. ამასთან, საქსტატის 3Q25-ის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების გათვალისწინებით (+6.5% წ/წ), საქართველოს ეკონომიკა წლიურად 7.8%-ით გაიზარდა 2025 წლის იანვარ-სექტემბერში.
ჩვენი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზრდება 2025 წელს, ხოლო 6.0%-ით 2026 წელს.

საგარეო ვაჭრობა: საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის ოქტომბერში საქონლის ექსპორტი წლიურად 0.4%-ით გაიზარდა და 684.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 14.2%-იანი ზრდის შემდეგ. საქონლის იმპორტი წლიურად 3.0%-ით შემცირდა 1.5 მლრდ აშშ დოლარამდე, წინა თვის წლიური 2.5%-იანი ზრდის შემდეგ. შედეგად, ოქტომბერში სავაჭრო დეფიციტი წლიურად 5.9%-ით შემცირდა 775.6 მლნ აშშ დოლარამდე.
ჯამურად, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 11.1%-ით გაიზარდა და 9.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 6.8%-ით გაიზარდა 5.8 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 9.3%-ით გაიზარდა და 15.0 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.

ტურიზმის შემოსავლები: ჩვენი შეფასებით, 2025 წლის ოქტომბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 4.0%-ით გაიზარდა და 420 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.06 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა (+5.0% წ/წ), ჩვენი შეფასებით.
ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.6 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2025 წელს, ხოლო 4.9 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზრდება 2026 წელს.