მოსალოდნელია, რომ საქართველოს პარლამენტი 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს 2012 წლის 21 დეკემბრამდე დაამტკიცებს.
ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს მშპ-ის 7%-იან ზრდას 2013 წელს, რაც შეესაბამება საქართველოს ბოლო წლების ეკონომიკურ დინამიკას — რეალური მშპ 2011 წელს 7.2%-ით, ხოლო 2012 წლის პროგნოზით 7%-ით გაიზარდა.
ბიუჯეტის შემოსავლები და ხარჯები წინა წელთან შედარებით 5.2%-ით არის გაზრდილი.
ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 2.9%-ს შეადგენს.
მთლიანი მთავრობის ვალის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესდება — მშპ-ის 36%-დან 32.8%-მდე შემცირდება.
საშუალო ინფლაციის დონე მოსალოდნელია იყოს 4.5%.