სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორის შემოსავალმა 2024 წელს 5.7 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, ზრდამ 2020-24 წელთან შედარებით 19.2%-იანი CAGR შეადგინა.
სამშენებლო მასალების შემოსავლის უმეტესი ნაწილი ადგილობრივი წარმოების საქონელზე მოდის, ხოლო სახლის გაუმჯობესების სექტორი დიდწილად იმპორტზეა დამოკიდებული.
იმპორტზე ძლიერი დამოკიდებულების გამო, სარემონტო მასალების ფასები გაიზარდა – თუმცა რყევები გლობალური ფაქტორებით იყო განპირობებული. ამის საპირისპიროდ, სამშენებლო მასალების ფასები უფრო სტაბილურად იზრდებოდა, ზრდა კი 2022 წლის შუა პერიოდიდან სტაბილიზდა.
მშენებლობის ძლიერმა ტენდენციებმა სამშენებლო მასალებსა და სახლის გაუმჯობესების მაღალ მოთხოვნას შეუწყო ხელი, ხოლო ზრდის გაგრძელება მოსალოდნელია მთავრობის მაღალი კაპიტალური დანახარჯების, რეკორდულად მაღალი სამშენებლო ნებართვების და უძრავი ქონების მყარი გაყიდვების ფონზე.