„გალტ ენდ თაგარტმა“ დღეს გამოაცხადა, რომ ზედიზედ მეოთხე წელია „Global Finance“-ის მიერ საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკის ჯილდოს მფლობელი გახდა. ჟურნალმა „Global Finance“-მა თავისი მე-19 ყოველწლიური გამოცემა „მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები“ ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით დაასახელა.
„გალტ ენდ თაგარტი“ თავის კლიენტებს საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტრანზაქციებისთვის. ეს ჯილდო კომპანიის მიღწევების დადასტურებაა და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს „გალტ ენდ თაგარტის“ წამყვან როლს საქართველოს საინვესტიციო საბანკო სექტორში“, – განაცხადა „გალტ ენდ თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.
„საინვესტიციო საბანკო საქმიანობა ცვლილებების წინა პლანზეა და კლიენტების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ახალ გადაწყვეტილებებს გვთავაზობს ამ სწრაფად განვითარებად ბაზარზე. ჩვენი ყოველწლიური ჯილდოების გამარჯვებული საინვესტიციო ბანკები ბაზრის გაგების განსაკუთრებულ სიღრმეს და მომსახურების სრულყოფილებას ავლენენ“, – განაცხადა ჯოზეფ დ. ჯიარაპუტომ, „Global Finance“-ის გამომცემელმა და რედაქტორმა.
„Global Finance“-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის ექსპერტების მონაწილეობით, გამარჯვებულების შესაფასებლად და შესარჩევად გამოიყენეს კრიტერიუმების სერია, მათ შორის ბაზრის წილი, გარიგებების რაოდენობა და ზომა, მომსახურება და კონსულტაცია, სტრუქტურირების შესაძლებლობები, სადისტრიბუციო ქსელი, ბაზრის პირობების მოგვარების მცდელობები, ინოვაცია, ფასები, ანდერრაიტინგის შემდგომი შესრულება და ბაზრის რეპუტაცია, საკუთარი ალგორითმის საფუძველზე. განხილული იყო 2017 წელს გამოცხადებული ან დასრულებული გარიგებები.