„Global Finance“-მა „Galt & Taggart“ ზედიზედ მეხუთე წელია, რაც „Global Finance“-ის მიერ 2019 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. ჟურნალმა „Global Finance“-მა თავისი მე-20 ყოველწლიური „მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები“ ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით დაასახელა.
„„Galt & Taggart“ თავის კლიენტებს საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტრანზაქციებისთვის. ეს ჯილდო კომპანიის მიღწევების დადასტურებაა და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს „Galt & Taggart“-ის წამყვან როლს საქართველოს საინვესტიციო საბანკო სექტორში“, – განაცხადა „Galt & Taggart“-ის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.
„საინვესტიციო საბანკო საქმიანობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური ეკონომიკის წინსვლაში. ჩვენი ჯილდოები ხაზს უსვამს საინვესტიციო ბანკებს, რომლებიც გამოირჩევიან ხარისხიანი ინფორმაციისა და ინოვაციური გარიგებების მიწოდებით, რომლებიც აკმაყოფილებენ მათი კლიენტების სწრაფად ცვალებად საჭიროებებს“, – განაცხადა ჯოზეფ დ. ჯიარაპუტომ, „Global Finance“-ის გამომცემელმა და რედაქტორმა.
„Global Finance“-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის ექსპერტების მონაწილეობით, გამარჯვებულების შესარჩევად გამოიყენეს კრიტერიუმების სერია, მათ შორის ბაზრის წილი, სტრუქტურირების შესაძლებლობები, დისტრიბუციის ქსელი, ინოვაცია და ბაზრის რეპუტაცია.