თბილისი, 20 ივნისი, 2017 – სს „გალტ ენდ თაგარტმა“ დღეს გამოაცხადა, რომ მან მიიღო International Finance Magazine-ის ჯილდოები 2017 წელს საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკისა და საუკეთესო კორპორატიული საკონსულტაციო მომსახურებისთვის. IFM-ის ჯილდოები აღნიშნავს სრულყოფილებას მისი ყველაზე სუფთა ფორმით, აღიარებს და პატივს სცემს საერთაშორისო საფინანსო ინდუსტრიის იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც მნიშვნელოვან განსხვავებას ქმნიან და ღირებულებას მატებენ.
„გალტ ენდ თაგარტი ცდილობს უზრუნველყოს საუკეთესო კორპორატიული საკონსულტაციო მომსახურება ადგილობრივი და საერთაშორისო ტრანზაქციებისთვის. გარდა ამისა, ჩვენ მნიშვნელოვან როლს ვთამაშობთ საქართველოში კაპიტალის ბაზრების განვითარებაში და ვეხმარებით ქართულ კომპანიებს დაფინანსების სტრუქტურის დივერსიფიკაციაში. ეს ჯილდოები კიდევ ერთხელ ადასტურებს „გალტ ენდ თაგარტის“ მიღწევებს და ადასტურებს მის ლიდერის როლს საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში“, – განაცხადა „გალტ ენდ თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა, ოთარი შარიქაძემ.