2016 წლის 24 თებერვალი, თბილისი – Galt & Taggart-მა გამოაცხადა ონლაინ მაკროპორტალის გაშვების შესახებ, რომელიც შეიცავს რეგიონის 12 ქვეყნის მაკროეკონომიკურ მონაცემებს. G&T მაკროპორტალი გთავაზობთ ძირითად ეკონომიკურ და ფინანსურ ინდიკატორებს საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, ირანის, რუსეთის, უკრაინის, მოლდოვას, ბელორუსიის, ყაზახეთის, უზბეკეთის და თურქმენეთის ქვეყნებისთვის. ინდიკატორები მოიცავს მშპ-ს, ინფლაციას, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, ვალუტის გაცვლით კურსს, მიმდინარე ანგარიშს, სუვერენულ საკრედიტო რეიტინგებს და ბიუჯეტის მაჩვენებლებს, სხვა მაჩვენებლებთან ერთად (მიმდინარე და ისტორიული მონაცემები). პორტალი ასევე გთავაზობთ თითოეული ქვეყნის ეკონომიკურ მიმოხილვას. „დღევანდელი მსოფლიოს ეკონომიკა სულ უფრო მეტად ურთიერთდამოკიდებული ხდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონული ურთიერთდამოკიდებულება. ამ მხრივ, აუცილებელია მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკური განვითარების შესახებ ინფორმირება. ამ საჭიროების გათვალისწინებით, ჩვენ შევიმუშავეთ G&T მაკრო პორტალი – საინფორმაციო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს რეგიონულ მაკრო მონაცემებს და ქვეყნების სურათებს ერთ ადგილას. პორტალი იქნება ღირებული ინსტრუმენტი, რომელიც დაეხმარება კერძო სექტორის მოთამაშეებს, ასევე რეგიონით დაინტერესებულ ნებისმიერ მიმდინარე ან პოტენციურ ინვესტორს გადაწყვეტილების მიღების პროცესებში“, – განაცხადა Galt & Taggart-ის თავმჯდომარემ, არჩილ გაჩეჩილაძემ.

მაკრო პორტალის ნახვა შესაძლებელია Galt & Taggart-ის ვებსაიტზე: G&T მაკრო პორტალი.