2017 წლის 29 აგვისტოს, „საქართველოს სალიზინგო კომპანიამ“ (GLC) წარმატებით დაასრულა 3-წლიანი, 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ობლიგაციების საჯარო განთავსება, ქართული ბაზრისთვის უპრეცედენტოდ დაბალი კუპონის განაკვეთით. განთავსების აგენტის როლს „გალტ ენდ თაგარტი“ ასრულებდა.

3-წლიანი ვადიანობის აშშ დოლარში დენომინირებული ობლიგაციებიდან მიღებული შემოსავალი გამოყენებული იქნება არსებული ობლიგაციების სრულად რეფინანსირებისთვის. ფასიანი ქაღალდების წლიური კუპონის განაკვეთი 7%-ის ტოლი იყო, რაც წინა ემისიასთან (2014 წლის სექტემბერი) შედარებით 1.75 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

„ეს ჩვენი მეორე წარმატებული ობლიგაციების გამოშვებაა. ობლიგაციებზე მაღალი მოთხოვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს GLC-ის მაღალ სანდოობას და „გალტ ენდ თაგარტის“ ექსპერტიზას. ობლიგაციების ბაზარი საშუალებას გვაძლევს გავზარდოთ ჩვენი ფინანსური მოქნილობა დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციით და ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენებას“, – განაცხადა „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა, ელდარ ახვლედიანმა.

„სიამოვნებით აღვნიშნავ Galt & Taggart-ის როლს „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ მიერ ობლიგაციების წარმატებით გამოშვებაში მეორედ. ინვესტორთა საზოგადოებამ დიდი ინტერესი გამოავლინა, რამაც კუპონის განაკვეთი საქართველოს ბაზრისთვის უპრეცედენტოდ დაბალ მაჩვენებელამდე მიიყვანა. მინდა მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს, რომელიც ქვეყანაში საინვესტიციო საბანკო მომსახურების წამყვანი მიმწოდებელი გახდა კერძო და საჯარო კომპანიებისთვის, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის“, – განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა, ოთარი შარიქაძემ.

კომპანიის პირველი ემისია 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით 2014 წლის სექტემბერში განხორციელდა.

შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ „გალტ & თაგარტს“ ელექტრონული ფოსტით gt@gt.ge.